17 წლის კაია გერბერი ასაკის მიუხედავად ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია. გადატვირთული გრაფიკის გამო ის ოჯახის წევრებს დიდ დროს ვერ უთმობს, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად მან მოიცალა და მამასთან რენდი გერბერთან ერთად ლოს-ანჯელესში გამოჩნდა.
ამჯერად მათთან ერთად არ ყოფილა სინდი კროუფორდი, შესაძლოა ის მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო. სინდის და რენდის სიყვარული ჰოლივუდის წყვილებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი უკვე 20 წელზე მეტია ქორწინებაში არიან.