მელანია და დონალდ ტრამპები საქმიანი ვიზიტით ამჯერად ფლორიდას ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ცოლ-ქმარი ერთად ხშირად ჩნდება და ყველა მნიშვნელოვან გეგმას ერთიანი ძალებით ახორციელებენ.
ამჯერადაც, განხილვის თემა პირველი ლედის ჩაცმულობა გახდა. მან სპეციალურად ამ დღისთვის ბრენდ L.K. Bennet-ის კაბა მოირგო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
თუმცა საზოგადოებამ აქცენტი ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გააკეთა. L.K. Bennet-ი ქეით მიდლტონის საყვარელი ბრენდია და რა თქმა უნდა მელანიას გამოჩენაც სწორედ ამ კაბით გულშემატკივრებმა კებრიჯის ჰერცოგინიას დაუკავშირეს.
ქეითს ხშირად ვხედავთ საყვარელი ბრენდის ფეხსაცმლითა და კაბებით.
უფრო მეტიც, ამ ბრენდის ფეხსაცმელი ჰერცოგინიას ქორწილში ამშვენებდა. ამ შემთხვევამ ხალხი დააფიქრა, მათი აზრით მელანია მიდლტონს ჰბაძავს.