საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი ჩაცმულობის გამო ხშირად საზოგადოების კრიტიკას ისახურებს. ამჯერად ის საფეხბურთო მატჩზე კლასიკური სტილის თეთრი პალტოთი, ჯინსის შარვლით და სპორტული ფეხსაცმლით გამოჩნდა.
ბრიჯიტი რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვან საღამოს დაესწრო, რომელზეც ალცჰაიმერის დაავადებას განიხილავდნენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის მან დახვეწილი, ელეგანტური სტილის ჩაცმულობა მოირგო, რომელსაც ამჯერად კრიტიკა არ დაუმსახურებია.
ბოლო დროს პირველი ლედის შეუფერებელ ჩაცმულობაზე საზოგადოება სწორედ მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ის ეკლესიისკენ მიმავალი კლასიკური შარვლით, პიჯაკით და სპორტული ფეხსაცმლით დააფიქსირეს.