ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი სათვალეების ბრენდ Quayaustralia-ს სარეკლამო ფოტოსესიაში გადაიღეს. ოფიციალურმა ცოლ-ქმარმა ბრენდის უახლესი კოლექციის სათვალეები მოირგეს.
ჯენიფერმა ერთობლივი ფოტო საკუთარ სოციალურ ქსელშიც ატვირთა. „Quayaustralia ჩემი საყვარელი ბრენდია, მე უბრალოდ მასზე შეყვარებული ვარ. ალექსიც მეთანხმება ამ საკითხში და თავადაც Quayaustralia-ს სათვალეებით თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.“
წყვილმა გამოცემა People-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქორწილისთვის უკვე ემზადებიან და სულ მალე საზოგადოებას ახალ დეტალებს გააცნობენ.