კინომოყვარულთათვის ნანატრი დღე დადგა. ლეგენდარული რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა.
ტარანტინოს ახალი ფილმის სიუჟეტი 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ვითარდება. ისტორია ამერიკელი კრიმინალის, ჩარლზ მენსონის მკვლელობებზეა დაფუძნებული. ჩარლზის ერთ-ერთი მსხვერპლი ამერიკელი მსახიობი - შერონ ტეიტი იყო, რომლის როლსაც ფილმში მარგო რობი ასრულებს. ლეონარდო დიკაპრიო ტელევარსკვლავის როლს თამაშობს, მისი პარტნიორი კი ბრედ პიტია.
"ფილმის სცენარზე ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ლოს-ანჯელესში ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი მაქვს გატარებული. იქ ვიყავი 1969 წელსაც, მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის მოვყვებოდი ისტორიას იმ პერიოდის ქალაქსა და ჰოლივუდზე. უბედნიერესი ვარ, რომ ამ საქმეში ჩემი პარტნიორები დიკაპრიო და პიტი იყვნენ", - ამბობს ტარანტინო ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას.
ფილმის გამოშვების სავარაუდო თარიღი 26 ივლისია, თუმცა მანამდე დიდი ალბათობით მას კანის კინოფესტივალზე უჩვენებენ.