მაიკლ ჯექსონის სკანდალური ბიოგრაფიული ფილმის Leaving Neverland-ის გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მას პედოფილიაში ამხელენ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო, მომღერლის მოხმრეები ამ ფილმის აკრძალვას მოითხოვენ, ხოლო მისი მოწინააღმდეგები დარწმუნებით ამბობენ, რომ ის ნამდვილად პედოფილი იყო.
მაიკლის ოჯახის წევრები აქამდე ჩუმად იყვნენ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას მისმა უფროსმა ძმამ ჯეკმა მომღერლის ბრალდებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. „მე არ მჭირდება არანაირი დოკუმენტური ფილმის ყურება, ჩემთვის ყველაფერი ისედაც ცხადია. მე მისი უფროსი ძმა ვარ და კარგად ვიცი რისთვისაც იბრძოდა მაიკლი. მისი მთავარი მიზანი ადამიანების დახმარება და გაბედნიერება იყო. აი ზუსტად ასე შეიძლება მაიკლის დახასიათება, მეტს ვერაფერს დავამატებ.“-აღნიშნა ჯეკმა საუბრისას.
სრულიად განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მაიკლის პროდიუსერმა რუდი დოლეზალმა, რომელიც მომღერალთან ერთად 1992 წელს თანამშრომლობდა. „მე ფილმში მოთხრობილი ყოველი სიტყვის მჯერა, ეს ფანტასტიური ნამუშევარია.“-აღნიშნა მან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმის Leaving Neverland-ის გამოსვლის შემდეგ, ახალი ზელანდიისა და კანადის რადიოსადგურებმა მისი სიმღერების გაშვებაზე უარი თქვეს. მათი განცხადებით მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ სურთ გააჟღერონ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ჰიტები, რომლებიც საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს.