ყველაზე ცეცხლოვანმა და ეპატაჟურმა მომღერალმა რიანამ ამჯერად თავისი ბრენდის SAVAGEXFENTY-ის ახალი კოლექციის ვიდეორგოლი წარმოგვიდგინა, რომელშიც სხვა ქალბატონებთან ერთად თავადაც მონაწილეობს.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ რიანას კოლექციაში დიდი ზომის თეთრეული ყოველთვის მოიძებნება. უფრო მეტიც, მომღერლის სარეკლამო პროექტებში ხშირად ჭარბწონიანი ქალბატონებიც მონაწილეობენ.
კაშკაშა ვარსკვლავი ყოველთვის მოდურად გამოიყურება. წლევანდელი წლის ყველაზე აქტუალურ პრინტებს ისიც არ ჩამორჩა და რამდენიმე კვირის წინ ლეოპარდის პრინტიანი ულამაზესი კაბით იწონებდა თავს.