ქენდალ ჯენერისა და ბელა ჰადიდის შემდეგ 90-იანი წლების ჩაცმულობა ემილი რატაკოვსკიმაც მოირგო. ის ნიუ-იორკის ქუჩებში დიდი ზომის ტყავის ქურთუკით, გველის პრინტიანი რეტრო სტილის ჩექმებით და ამ სეზონის ყველაზე მოდური სათვალით სეირნობდა.
რამდენიმე დღის წინ მოდელმა საკუთარი ბრენდის Inamorata-ს უახლესი კოლექცია წარმოადგინა და ძალიან ვნებიანი კადრები გაგვიზიარა. ემილი Inamorata-ს თეთრეულში სექსუალურად და თვალისმომჭრელად გამოიყურება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის დაარსებისას მოდელს ჩაფიქრებული მხოლოდ საცურაო კოსტიუმების გამოშვება ჰქონდა, თუმცაღა შემდეგ პროდუქციაში მრავალფეროვნების შეტანა გადაწყვიტა და მომხარებლებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი შესთავაზა.