მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული მოვიდა, სათხილამურო სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჯიჯი ჰადიდმა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ არაერთ ჩვენებაზე გამოვიდა, რამდენიმე დღით მეგობრებთან ერთად დასვენება გადაწყვიტა და როგორც ჩანს ძალიან კარგი დროც გაატარა.
ჯიჯი ჰადიდი მეგობრებთან, ოლივია კულპოსთან და ოლივია პერეზთან ერთად ზამთრის კურორტზე იყო, რომლის სახელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არაა.
გოგონებმა ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარეს და ამის ამსახველი კადრები გულშემატკივრებსაც გაუზიარეს.
სამდღიან ვოიაჟს მოდელი განსაკუთრებით ელოდებოდა და ოლივია პერეზთან ერთად ღრმა ბავშვობაში გადაღებული ფოტოები გააზიარა, წარწერით "შაბათ-კვირის განწყობა".