45 წლის ამერიკელი მსახიობი ევა მენდესი იმ ვარსკვლავების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთაც საჯაროდ გამოჩენა და პოზირება არ ხიბლავთ, სწორედ ამიტომ ევას გამოჩენა საზოგადოებისთვის ყოველთვის სენსაციაა. ამჯერად მან მაიამიში სპეციალურად New York & Company-თვის საკუთარი ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენება მოაწყო.
მსახიობის საგაზაფხულო კოლექციაში ჭრელი ფერები ჭარბობს, ღინისძიებაზე თავად ევაც საკუთარი ბრენდის კაბით იწონებდა თავს.
საინტერესოა, კიდევ როდის ვიხილავთ ევას უახლეს კადრებს, გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდეს.