არაერთი თბილად შესრულებული პერფორმანსის შემდეგ, საზოგადოება სავსებით დარწმუნებული იყო, რომ ცნობილ მსახიობ ბრედლი კუპერსა და მომღერალ ლედი გაგას შორის რომანი იყო გაჩაღებული, თუმცაღა ოსკარების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ლედი გაგამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს გასაგებად აუხსნა, რომ ეს ყველაფერი ფილმის პიარის ნაწილი იყო. მიუხედავად ამისა საზოგადოებაში ბრედლისა და გაგას ურთიერთობაზე საუბარი მაინც არ წყდება და ყოველ დღე ახალი იდეები იბადება, როგორიცაა ლედი გაგას ბრედლისგან ფეხმძიმობა და სხვა. ამჯერად პირადად ბრედლი, გადაცემაში საუბრის გარეშე, საჯაროდ გვიმტკიცებს, რომ ის ბედნიერია თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად.
ბრედლი კუპერი და მისი 33 წლის რჩეული ირინა შეიკი ძალიან ბედნიერები ჩანან, ისინი გაზაფხულის მზიან დღეს ქალიშვილ ლეასთან ერთად ატარებენ, რომელიც 21 მარტს 2 წლის გახდება.
ირინამ ლოს-ანჯელესში ოჯახური გასეირნებისთვის სადა სამოსი შეარჩია, მას თეთრი ფერის სპორტული შარვალი და მაისური აცვია, რომელსაც უბრალო ყელსაბამი მოუხდინა. მოდელი ბრედლისთან და ლეასთან სასეირნოდ მაკიაჟის გარეშე იყო წარმოდგენილი, მიუხედავად ამისა მისი ბუნებრივი სილამაზე მაინც თვალისმომჭრელი იყო.
ბრედლიც მეუღლის მსგავსად თავისუფალ სტილში იყო გამოწყობილი, მას მუქი ფერის ჯინსის შარვალი და ღია ცისფერი ზედა ეცვა.
როგორც ლედი გაგამ ჯიმი კიმელის შოუში განაცხადა, ვარსკვლავებმა უბრალოდ ძალიან კარგად მოირგეს თავიანთი როლები და იმ მიზანს მიაღწიეს რომელიც ჰქონდათ დასახული:"ბრედლიმ ყველა სცენის სიმწვავე კარგად გათვალა," "ჩვენი მიზანი იყო, ხალხს სიყვარული და ინტიმი ეგრძნო," "ეს ყველაფერი სოციალურ მედიაზე იყო გათვლილი," "ფილმი სიყვარულზე სხვანაირი ვერც იქნებოდა," ჩვენ ეს შევძელით."