53 წლის მოდელი სინდი კროუფორდი სამსახურეობრივი ვიზიტით მზიან პორტუგალიას ეწვია. ის უკვე წლებია ბრენდ Omega-ს სახეა და ამჯერად ახალი ბუტიკის გახსნაზე სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
სინდის საგაზაფხულო ჩაცმულობა ჰქონდა შერჩეული, მისი ლუქი ვარდისფერ ფერში იყო გადაწყვეტილი.
მოდელი სოციალური ქსელით გულშემატკივრებს ულამაზეს კადრებს უზიარებდა, რომელიც პორტუგალიის ღირსშესანიშნაობებს მოიცავდა. სინდის განწყობა ფოტოებიდანაც იგრძნობა, ის პორტუგალიაში ვიზიტით ძალიან კმაყოფილია.