ესპანეთის დედოფალი ლონდონის ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთს ესტუმრა. დედოფალი ჩამოსვლისთანავე შეხვდა უელსის პრინც ჩარლზს, რომელიც ქალბატონს საკმაოდ თბილად და ჯენტლმენურად შეეგება.
დედოფალი ლეტიცია განთქმულია არაჩვეულებრივი გემოვნებით, ამაში კი მისი ყოველი საჯარო გამოჩენა გვარწმუნებს. ამჯერად საქმიანი ვიზიტისთვის მან ბრიტანული სტილის პრინტიანი სამოსი შეარჩია.
ლეტიციას ესპანელი მხატვრის, ხოაკინ სოროლას გამოფენის გახსნაზე Carolina Herrera-ს 2900 ფუნტის ღირებულების ატლასის კაბა ეცვა, რომელიც ბრენდის 2019 წლის შემოდგომის კოლექციიდანაა.
კაბას ქალბატონმა Bvlgari-ს ‘MVSA’ კოლექციის 13000 ფუნტიანი ცისფერი საყურე და Nina Ricci-ს ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა.
ლეტიციას ჩაცმულობა არამხოლოდ ლამაზი და დახვეწილია, არამედ აკმაყოფილებს სამეფო სტანდარტებს, რომელიც მოითხოვს, რომ სახელოების სიგრძე იყოს 3/4, კაბას არ ჰქონდეს არავითარი ტიპის დეკოლტე და ჰქონდეს კორექტული სიგრძე.
ერთადერთი დეტალი, რომელიც გარკვეულწილად პროტოკოლის დარღვევად ითვლება, არის ქალბატონი ლეტიციას მაკიაჟი : ეგრეთ წოდებული Smoky Eyes და დიდი რაოდენობის ტუში წამწამებზე.
რაც შეეხება გამოფენას, თუკი მოხვდებით ლონდონში, აუცილებლად ესტუმრეთ ლონდონის ეროვნულ გალერეას, რომელშიც ესპანელი მხატვრის თვალისმომჭრელი ექსპოზიცია 7 ივლისამდე გაგრძელდება.