30 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა სოციალური ქსელი Instagram გააუქმა, ეს ფაქტი მის გულშემატკივრებს შეუმჩნევლად არ დაუტოვებიათ და ყველას აინტერესებდა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
ვიკანდერმა ჟურნალ Harper's Bazaar-ის მარტის ნომრის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა და ყდაც კი დაამშვენა. ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ალისიამ სოციალური ქსელიდან გაუჩინარების მიზეზები დაასახელა.
„დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ სოციალური ქსელი არაფერში არ მჭირდებოდა, პირიქით ჩემს საქმეში ხელსაც კი მიშლიდა. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთაგანაც ბევრ დადებითს ვისმენ, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ცუდი ადამიანიც მოიძებნება, რომელთა ნეგატიური განწყობაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.“