#OK! რითი მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება ალესანდრა ამბროსიომ და ნიკოლო ოდიმ?
ალესანდრა ამბროსიო თავის რჩეულთან ნიკოლო ოდისთან ერთად სანტა მონიკაში სეირნობისას შენიშნეს. მათმა ჩაცმულობამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან წყვილის სამოსი ერთ ფერში და ერთ სტილში იყო გადაწყვეტილი. მოდელი ჯინსებით, ყავისფერი პერანგით და Gucci-ის ქამრით შესანიშნავად გამოიყურებოდა.
ზაფხულში ალესანდრას და ნიკოლოსს ერთად ყოფნის ერთი წელი შეუსრულდებათ. წყვილი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს და არასდროს უშინდებიან კამერების წინ პოზირებას.
აღსანიშნავია, რომ ალესანდრა ნიკოლოსის გამოჩენამდე 5 თვით ადრე დაშორდა თავის ყოფილ მეუღლეს ჯეიმი მაზურს. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ, 9 წლის ანია და 6 წლის ნოა.