სულ ახლახანს ჯასტინ ბიბერმა საკუთარ მენტალურ პრობლემებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მომღერალმა იმ მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბოლო დროის მანძილზე მისთვის განსაკუთრებულ დაბრკოლებად იქცა.
„მე უბრალოდ მინდოდა, რომ თქვენ ჩემს შესახებ ყველაფერი გცოდნოდათ. ძალიან რთულ ვითარებაში ვარ, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ვიცი რომ ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ თქვენი თანადგომა და გულშემატკივრობა მჭირდება. იმედი მაქვს, ჩემს გულახდილ საუბარს სწორად გაიგებთ, ძალიან მიყვარხართ,“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
თუმცა როგორც ჩანს, ჯასტინს ერთ რამეში ნამდვილად გაუმართლა, მზრუნველი მეუღლე ყველანაირად ცდილობს, რომ გაითვალისწინოს შექმნილი ვითარება და მორალურად მხარში ამოუდგეს მას.
რამდენიმე საათის წინ, 25 წლის მომღერალმა ჰეილისთან ერთად გადაღებული საკმაოდ თბილი ვიდეოები გაგვიზიარა. "ეს არის ქორწინება?! აღარც კი ვუყვარვარ" - ხუმრობს ჯასტინი და ობიექტივს მეუღლისკენ მიმართავს.
მეორე ვიდეოში კი, ჰეილი ჯასტინის გვერდზე ჯდება და თბილად კოცნის მას, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მოდელი მეუღლეზე დადებითი გავლენის მოხდენას.