როუზი ჰანტინგტონმა საგაზაფხულო სტილი უკვე შეარჩია. რამდენიმე დღის წინ ის ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ლურჯი ფერის პიჯაკით გამოჩნდა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა პიჟამოსაც კი შეადარა.
ამჯერად კი მან საძინებელში გადაღებული ფოტო გაუზიარა გულშემატკივრებს, სადაც იმავე სტილის სამოსით პოზირებს.
აღნიშნული სამოსით მოდელი ბევერლი ჰილზში დააფიქსირეს.
ამჯერად როუზიმ ბრენდი Bcbgmaxazria აირჩია და ეს შემთხვევითობა არ იყო, სულ ცოტა ხნის წინ ის ბრენდის სარეკლამო გადაღებაში მონაწილეობდა.
სოციალურ ქსელში ჰანტინგტონის პოსტს დიდი გამომაურება მოჰყვა. „დედოფალი ხარ,“ „ულამაზესი,“ „უბრალოდ იდეალური“-ასეთი კომპლიმენტებით გაანებივრეს მოდელი გულშემატკივრებმა.