23 წლის სუპერმოდელმა ახალი მეგობარი გაიჩინა და ამის ამსახველი კადრები გულშემატკივრებსაც გაუზიარა. ამერიკელმა ვარსვკლავმა პატარა გველი შეიძინა, რომელიც როგორც ჩანს განსაკუთრებით შეუყვარდა.
Instagram-ზე ატვირთულ ვიდეოს ქენდალმა წარწერაც დაურთო "My son" - "ჩემი ვაჟი".
გარდა გველის ქენდალის თავზე შემოხვეული კადრებისა, მან მისი ხელზე შემოხვეული ფოტოც გაგვიზიარა.
ამავდროულად ქენდალისა და მისი რჩეულის, ბენ საიმონსის ურთიერთობა მშვიდად ვითარდება. მოდელი ბენის ნომრიანი მაისურით ფილადელფიაში გამართულ მატჩზე წინა რიგებში შენიშნეს, სადაც ქენდალი საყვარელი მამაკაცის საგულშემატკივროდ იყო მისული.