ოფიციალური ნიშნობის შემდეგ, ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარუნი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ. პაპარაცებმა ისინი ნიუ-იორკში სუში ბარიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს, წყვილი საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კუკმა ჯენიფერს რესოტრანში ვახშმობისას სთხოვა ცოლობა და სწორედ მაშინ გაუკეთა ძვირადღირებული ბეჭედიც, რომლზეც ყველა საუბრობდა. „შორიდან დავინახე და მივხვდი, რომ ისინი რაღაცას აღნიშნავდნენ. ბეჭედი ძალიან თვალშისაცემი იყო, მას ულამაზესი ქვა ამშვენებდა. ჯენიფერს შავი, ელეგანტური კაბა ეცვა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა“- განაცხადა ადამიანმა, რომელიც იმ დროს რესტორანში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა 8 თვიანი ერთად ყოფნის შემდეგ გადაწყვიტა ნიშნობა, ხოლო გულშემატკივრები ახლო მომავალში უკვე მათი ქორწილის დაანონსებას ელოდება.