კემბრიჯის ჰერცოგინია არაერთხელ მოხვედრილა საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში და ამის მიზეზი ხშირად მისი იაფფასიანი სამოსი გამხდარა. თუმცაღა ამჯერად ბლექპულში გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად ქეითმა საკმაოდ დახვეწილი და ძვირადღირებული სამოსი მოიხდინა.
37 წლის ქეითი ბლექფულის კოშკში გამართულ შეხვედრაზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, მან Sportmax-ის 900 ფუნტის ღირებულების მუქი მწვანე მოსაცმელი, Michael Kors-ის 225 ფუნტიანი კაბა, Manu Atelier-ს 435 ფუნტიანი მწვანე ჩანთა, შავი მაღაყელიანი ჩექმები და ამავე ფერის ხელთათმანი შეუხამა ერთმანეთს.
პრინცმა უილიამმა კი ბლექპულის ვიზიტისთვის სადა ჩაცმულობა შეარჩია, მას ლურჯი ფერის პიჯაკი, ამავე ფერის შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა.