ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო ისევ თავისუფალია! ამ დრომდე დემის შეყვარებული დიზაინერი ჰენრი ლევი იყო, რომელსაც ის ოთხი თვის განმავლობაში ხვდებოდა, სულ რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი დაშორდნენ.
დემისა და ჰენრის ურთიერთობა ნოემბერში დაიწყო, როდესაც ისინი ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, რის შემდეგაც დემი სულ მალე საავადმყოფოში ჰეროინის გადაჭარბებული რაოდენობის მოხმარების გამო აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, მათი ურთიერთობის განმავლობაში ჰენრი მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შესაბამისად შესაძლოა დემის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მისი ამჟამად უკვე ყოფილი რჩეულის გავლენაც იყოს.
ამჟამად 26 წლის მომღერალი სარეაბილიტაციო ცენტრში აღარ იმყოფება, თუმცა ის თავს უფრთხილდება და სტუდიაში დაბრუნებას გეგმავს, რათა ისევ შეუდგეს მუსიკის შექმნას.