21 წლის ბიზნესმენი, მოდელი და სატელევიზიო გადაცემის მონაწილე კაილი ჯენერი გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ახალაზრდა მილიარდერად დაასახელა. კაილი უკვე სამი წელია კანის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკის ბრენდს მართავს, რომლის პროდუქტებიც ცნობილი სილამაზის სალონის კომპანიის, Ulta-ს 1000-ზე მეტ მაღაზიაში იყიდება. ბოლო 6 კვირის მანძილზე ბრენდმა Kylie Cosmetics 54,5 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა.
პროდუქტები გავანაწილე რამდენიმე მაღაზიაში, როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად გავაზიარე ყველაფერი სოციალურ ქსელში, მოკლედ ის გავაკეთე რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ და ამ ყველაფერმა იმუშავა." - ამბობს ახალგაზრდა მილიარდერი.
Kylie Cosmetics-ის შემოსავალი წინა წელს 360 მილიონი დოლარით გაიზარდა, გამოცემა Forbes-ის ვარაუდით კაილი ჯენერის კომპანიის ფასი მინიმუმ 900 მილიონ დოლარს შეადგენს, რომელსაც 21 წლის ქალბატონი სრულად ფლობს. კაილიმ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის სტატუსი მარკ ცუკერბერგზე პატარა ასაკში მოიპოვა, რომელიც იმ დროს 23 წლის იყო.
"ეს ყველაფერი სოციალური მედიის დამსახურებაა, მე უკვე ძალიან დიდი რეიტინგი მქონდა სანამ ბრენდს შევქმნიდი."
ყოველი ახალი პროდუქტის გამოშვებას კაილი გულშემატკივრებს Snapchat-ში, Instagram-ში, Facebook-სა და Twitter-ში უზიარებს, სადაც მას 175 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
როდესაც კომპანია Ulta-მ Kylie Cosmetics-ის პროდუქცია 50 შტატში გადაანაწილა ყველაფერი საათებში გაიყიდა, ხოლო ონლაინ მაღაზიაში ახალი ტუჩის საცხები ერთ წუთზე ნაკლებ დროში ამოიწურა.
"ყველაფერი იმაზე სწრაფად გაიყიდა ვიდრე ვგეგმავდით" - განაცხადა Ulta-ს გაყიდვების ვიცე პრეზიდენტმა.