ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემის უფროსი შვილი ბრუკლინი 20 წლის გახდა. მშობლებმა მას სოციალურ ქსელში არაერთი მისალოცი წერილი მიუძღვნეს და მისი ბავშვობის ფოტოებიც ატვირთეს. თუმცაღა ბრუკლინმა დაბადების დღის გატარება თავის რჩეულთან, ჰანა კროსთან ერთად გადაწყვიტა.
იუბილარი შეყვარებულთან და მეგობართან ერთად ნოთინგ ჰილის ქუჩებში შენიშნეს, ისინი ერთად ახალგაზრდა მომღერლის ბილი აილიშის კონცერტზე მიემართებოდნენ.
22 წლის მოდელმა რჩეულის დაბადების დღისთვის საკმაოდ სადა ჩაცმულობა შეარჩია, მან Polo Ralph Lauren-ის 260 ფუნტიანი ვინტაჟური ქურთუკი და ჯინსის შარვალი შეუხამა ერთმანეთს.
კონცერტზე წასვლამდე ბრუკლინს ვიქტორიამ და დევიდმა ოჯახური ვახშამი მოუწყვეს და დაბადების დღის სანთლებიც ჩააქრობინეს.