"Bohemian Rhapsody"-ში მონაწილეობისა და ოსკარის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი რემი მალეკი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამაზე კი მისი სოციალურ მედიაში გააქტიურებაც მეტყველებს. ამჯერად ის მსოფლიო დონის ბრენდის, Mandarin Oriental Hotel Group-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს, რომელმაც მსახიობის გულშემატკივრებისგან საკმაოდ ნეგატიური რეაქცია დაიმსახურა.
"მე ფრედი მერკურის ფანი ვარ, მე დედაჩემის ფანი ვარ, მე გვირილის ჩაის ფანი ვარ" - ამბობს მსახიობი ვიდეოში. რემი მალეკის ამ სრულიად უწყინარმა ვიდეომ გულშემატკივრების დიდ ნაწილს ზიზღის გრძნობა გაუჩინა. ის სოციალურ ქსელში სერიულ მკვლელად მოიხსენიეს და მისი "საშიში" ფოტოებიც გამოაქვეყნეს.
"ვეღარასდროს შევხედავ რემი მალეკს ძველებურად" - წერს მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი.
"რემი მალეკი არაჩვეულებრივი სერიული მკვლელი იქნებოდა"
"ერთი სული მაქვს როდის გადაიღებენ რემი მალეკს სერიული მკვლელის როლში, მას თამაშიც არ დასჭირდება"
"რომ არ მცოდნოდა ვინაა რემი მალეკი, აუცილებლად 80-იანი წლების სამხრეთ კალიფორნიელი სერიული მკვლელი მეგონებოდა"
სასტუმროების ქსელის რეკლამაში, სახელწოდებით "I'm a fan" არაერთ ცნობილ მსახიობს მიუღია მონაწილეობა.