მას შემდეგ რაც ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის ახლო ურთიერთობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, საზოგადოება ირინა შეიკის ცხოვრებით კიდევ უფრო დაინტერესდა. ბოლო კვირის მანძილზე პაპარაცებმა სუპერმოდელი შვილთან ლეასთან ერთად სეირნობისას უკვე მეორეჯერ შენიშნეს.
33 წლის მოდელმა შვილთან სეირნობისთვის თავისუფალი ჩაცმის სტილი შეარჩია, მას შავი სპორტული ზედა და შარვალი ეცვა, რასაც ამავე ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი და Versace-ს წელის ჩანთა შეუხამა, რომლის ფასიც 1280 დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ სულ მალე, ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ქალიშვილი ლეა 2 წლის გახდება.
ლეასთან და ირინასთან ერთად სუპერმოდელის საუკეთესო მეგობარი, 28 წლის სტელა მაქსუელიც შენიშნეს, რომელიც Victoria's Secret-ის მოდელია.