ცნობილმა დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა სულ ცოტა ხნის წინ Youtube-ის პირადი არხი შექმნა, რომელზეც ის საკუთარი ტანსაცმლისა და მომავალი სილამაზის პროდუქტების ბრენდის სიახლეებს გვიზიარებს. ამჯერად დიზაინერმა არხისთვის განკუთვნილ ვიდეოში ვარდისფერ აბრეშუმის ხალათში იპოზიორა.
Spice Girls-ის ყოფილი მომღერალი ვიდეოში კოლეგებთან ერთად ახლადშექმნილ Youtube გვერდზე საუბრობს.
"როგორც იცით სულ ახლახანს პირადი YouTube-ის არხი შევქმენი. ვცდილობ რაიმე განსხვავებული შევქმნა, აღმოვაჩინო რაიმე ისეთი რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს."