ცნობილი სუპერმოდელი ნატალია ვოდიანოვა 37 წლის გახდა! დაბადების დღეს ქალბატონი ბელგიელი დიზაინერის, დაიან ვონ ფიურსტენბერგისადმი მიძღვნილ საღამოზე შეხვდა, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
წვეულებაზე ნატალია მარტო არ მოსულა, მას თან მეუღლე ანტუან არნო ახლდა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქში მოდელის და კრისტინა კუსაკინაც იმყოფება, რომელთან ერთადაც ნატალია Dior-ის ჩვენებას დაესწრო.
წვეულების შემდეგ კი, მოდელმა სადღესასწაულო სანთლების ჩაქრობის ამსახველი კადრები გაგვიზიარა, რომელზეც გამომწერებმა არაერთი თბილი მისალოცი კომენტარი დაუწერეს.
ნატალიას გულშემატკივრებისა და საყვარელი ადამიანების გარდა დაბადების დღე, მისმა ერთ-ერთმა საყვარელმა ბრენდმა Guerlain-მა თბილი ვიდეოთი მიულოცა.