ქალბატონების საყვარელი სერიალის, "Sex and The City"-ის მთავარი გმირი სარა ჯესიკა პარკერი 53 წლის ასაკში პროფესიას იცვლის. მსახიობმა Invivo Wines-თან ერთად საკუთარი ღვინის ხაზის გამოშვება გადაწყვიტა.
მართალია ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტისგან განსხვავებით სარა ჯესიკას ჯერჯერობით ღვინის ქარხანა არ შეუძენია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.
მსახიობმა ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ახალზელანდიურ ღვინის კომპანიასთან დაიწყო პარტნიორობა და ამიერიდან კომპანიის "როზესა" და "სოვინიონის" წარმოებას ჩაუდგება სათავეში. ის ისევე როგორც ბოთლის ეტიკეტის შერჩევაში, ასევე ღვინის დამზადების უკანასკნელ ნაბიჯებში მიიღებს მონაწილეობას.
"ზოგადად ვგიჟდები ღვინოზე და საჭმლის მომზადებაზე, განსაკუთრებით კი ოჯახური ვახშამის ისე მომზადებაზე, რომ ღვინო და საჭმელი იდეალურად უხამდებოდეს ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ ჩემი გულშემატკივრები ამ გადაწყვეტილებაშიც გვერდში დამიდგებიან." - განაცხადა პარკერმა.