წინა კვირას 34 წლის ქლოი კარდაშიანის პირადი ცხოვრება ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო. როგორც ცნობილია, ქლოი და მისი რჩეული ტრისტან თომპსონი კაილი ჯენერის უახლოესი მეგობრის, ჯორდინ ვუდსის გამო დაშორდნენ. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებას ყველაზე მეტად კაილი ჯენერის რეაქცია აინტერესებს, რომელიც ჯერჯერობით ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს. და სწორედ ამ დროს როდესაც კაილის პოზიცია უცნობია, ქლოის ქენდალ ჯენერი და კორტნი უდგანან გვერდში.
გოგონებმა თავიანთ ინსტაგრამის გვერდებზე ოჯახური და ამავდროულად საკმაოდ თამამი ფოტოები ატვირთეს, რომლებშიც ისინი გამომწვევ ტანისამოსში პოზირებენ.
ფოტოები გოგონების სტილისტმა ჯენ ატკინმა გადაიღო.
საზოგადოებას უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ არის ამ ფოტოებში კაილი, რადგან სწორედ ამ საღამოს მან გოგონებთან ერთად Snapchat-ში ვიდეო ატვირთა.