ამერიკელი მომღერალი მაილი საირუსი ცნობილი გამოცემის "Vanity Fair"-ის საკმაოდ პროვოკაციულ ფოტოსესიაში გადაიღეს. ახალგაზრდა ვარსკვლავი ჟურნალის მარტის ნომრის ყდაზე იქნება, ინტერვიუში კი პირად ცხოვრებაზე, კარიერასა და სულ ახლახანს მის სახლში მომხდარ ხანძარზე საუბრობს.
"ხანდახან ჩემი გადაწყვეტილებები მეც კი მაოცებს" - ამბობს მაილი ინტერვიუში.
"როდესაც იმ ყველაფერს გამოივლი ადამიანთან ერთად რაც მე და ლიამმა გამოვიარეთ, ურთიერთობა ბევრად უფრო მყარი ხდება. შენი მეორე ნახევარი შენთვის ის ადამიანი ხდება, რომელიც მთელს სამყაროში ერთადერთია ვისაც შენი ესმის."
"ქორწინებას ჩვენს ცხოვრებაში არაფერი შეუცვლია. ალბათ ხანძარმა უფრო შეგვცვალა ვიდრე ოფიციალურმა ქორწინებამ."
"ჩემს მომავალ ალბომში იქნება პოპის და ჰიპ-ჰოპის ელემენტები ფსიქოდელიური დეტალებით."
შეგახსენებთ, რომ ამავე ჟურნალისთვის მაილიმ პირველად 2008 წელს იპოზიორა.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის მომღერალი არაერთხელ ყოფილა ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე როგორიცაა Elle, GQ, Cosmopolitan, Marie Claire, Bazaar და სხვები.