ბოლო დროს, საზოგადოება ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქლოი კარდაშიანსა და მის რჩეულს - ტრისტან თომპსონს ურთიერთობაში პრობლემები აქვთ, სამწუხაროდ, ეს ჭორები მართალი აღმოჩნდა და წყვილი ყველაზე უსიამოვნო მიზეზის გამო ერთმანეთს დაშორდა.
როგორც ირკვევა, თომპსონმა ქლოის კაილი ჯენერის უახლოეს მეგობართან - ჯორდინ ვუდსთან უღალატა.
რა თქმა უნდა, მალევე, კარდაშიანებისა და ოჯახის წევრებმა გაწყვიტეს კავშირი ორივე მათგანთან და სოციალურ ქსელებშიც შეწყვიტეს მათი გამოწერა.
თუმცა საინტერესოა თვითონ კაილის პოზიცია, რომლის უახლოესმა მეგობარმაც დის ოჯახი დაანგრია.
კონკრეტულად ამ საკითხის შესახებ კაილის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გაირკვა, რომ ვუდსმა უკვე დატოვა კაილის სახლი, სადაც უკვე დიდი ხანია ცხოვრობს.
ხოლო სიტუაციის საპასუხოდ ბიზნესლედიმ მოგვიანებით ინსტაგრამზე დაარღვია სიჩუმე და მოკლე ვიდეო ატვირთა, "გუშინ, არცერთ დას არ დაუპოსტავს ინსტაგრამზე, მხოლოდ ინსტასთორები იყო.." - დაწერა ხუმრობით შოუს ვარსკვლავმა, თუმცა მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ფანები დარწმუნებულები არიან, რომ ოჯახში ნამდვილად არ არის სასიაოვნო სიტუაცია.
აღსანიშნავია, რომ ქლოი და თომპსონი ერთად 2016 წლიდან იყვნენ და მათ ერთი საერთო შვილი - თრუ თომპსონი ჰყავთ.