ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი სიკვდილის მიზეზი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გახდა. დიზაინერს ისევე როგორც მისი მოდელები ასევე მთელი მსოფლიო ემშვიდობება. შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, ლეგენდის დასაფლავების ცერემონია არ ჩატარდება, რადგან მას კრემაცია ჩაუტარდება.
ლაგერფილდის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყველაფერი კარლის სურვილების მიხედვით ჩატარდება. დიზაინერი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინტერვიუებშიც თამამად საუბრობდა და წინასწარ მოითხოვა მისი ნეშტის ფერფლი დედამისის და მისი მეორე ნახევრის ჟაკ დე ბაშერის ფერფლთან ერთად მიმოეფანტათ. ასევე დიზაინერი თვლიდა, რომ ცერემონიის ჩატარება არ იყო საჭირო.
დიზაინერის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის ბურუსით იყო მოცული, რადგან მას არ უყვარდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი. თუმცაღა ცნობილია, რომ მას და ჟაკს თითქმის 20 წლის მანძილზე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. სამწუხაროდ ჟაკ დე ბაშერი 38 წლის ასაკში შიდსის დაავადებით გარდაიცვალა, რის შემდეგაც კარლი აღარავისთან შეუჩნევიათ.
"უსაზღვროდ მიყვარდა ჟაკი მაგრამ მასთან არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ მქონია" - კარლ ლაგერფილდი
ჟაკი ასევე ცნობილი დიზაინერის ივ-სენ ლორანის საყვარელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარლმა მათი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი იცოდა, ის თვალს ხუჭავდა და ჟაკს სიცოცხლის ბოლომდე გვერდში ედგა . ხოლო მის კოლეგა, ივ-სენ ლორანთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.