სულ რამდენიმე დღის წინ ლონდონის მოდის კვირეულზე ვიქტორია ბექჰემის ჩვენება გაიმართა, რის შემდეგაც წვეულებაზე დიზაინერმა საკმაოდ კარგი დრო გაატარა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად. საღამო დრაგ-ქუინებმა წაიყვანეს, რომლებიც საზოგადოების წინაშე მხიარული პერფორმანსებით წარსდგნენ და ცეკვაში მოწვეული სტუმრებიც აიყოლიეს.
დრაგ-ქუინები ტრანსსექსუალი მამაკაცები არიან, რომლებიც ქალის ტანსაცმელში არიან გამოწყობილი და ცდილობენ მათ დაემსგავსონ. ამ საღამოს წამყვანები კი კონკრეტულად "Spice Girls"-ის დრაგ ქუინები იყვნენ, რომელთა შთაგონების წყარო სწორედ ის ჯგუფი გახდა, რომლის წევრიც 90-იან წლებში თვით ვიქტორია ბეჰქემი გახლდათ.
44 წლის დიზაინერმა ჩვენების შემდეგ სტუმრებთან ერთად Mark's Club-ში გადაინაცვლა. წვეულებას ორგანიზება ვიქტორიას მეუღლემ, დევიდმა და ჟურნალისტმა, დერეკ ბლასბერგმა გაუკეთეს, დრაგ ქუინებიც სწორედ მათ მოიწვიეს.
ვიქტორია წვეულების კადრებში საკმაოდ ბედნიერი ჩანდა, ის მეგობრებთან ერთად ცეკვავდა და როგორც ჩანს ალკოჰოლსაც ეტანებოდა.