25 თებერვალს ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოება გაიმართება. როგორც ყოველთვის, ნომინაციიდან ნომინაციამდე მაყურებლის წინაშე არაერთი ვარსკვლავი გამოვა მუსიკალური პერფორმანსით. ამჯერად სცენაზე გამოსვლა დაადასტურა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ჯგუფმა Queen!
ჯგუფში ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი წევრია, გიტარისტი ბრაიან მეი და დრამერი როჯერ ტეილორი. მათ ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ადამ ლამბერტი შეუერთდა. ფრედის ჩანაცვლება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ამ შემადგენლობით ჯგუფი "Queen + Adam Lambert" უკვე 8 წელია არსებობს და ამჯერად ოსკარის დაჯილდოებაზე დიდი ფურორის მოხდენას გეგმავს.
ფრედი მერკურის ბიოგრაფიის მიხედვით გადაღებული ფილმი, "Bohemian Rhapsody" 5 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორისაა კატეგორია "საუკეთესო ფილმი".