მოვიდა 18 თებერვალი და მასთან ერთად თევზების სეზონიც დაიწყო. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი ადამიანები გამორჩეულად მეგობრულები არიან და მარტივად პოულობენ საერთოდ სხვადასხვა ტიპის ხალხთან. ისინი არ არიან ეგოისტები და მათ გარშემო მყოფებს ყოველთვის უანგაროდ ეხმარებიან. მათი მთავარი მახასიათებელი პიროვნული სიძლიერე და დიდსულოვნებაა. ახლა კი მოდით ვნახოთ როგორი იქნება თევზების პერიოდი მათთვის ვისი დაბადების დღეც 18 თებერვლიდან 20 მარტამდეა.
ამ თვეში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში, მაგრამ თუკი არ ხართ დარწმუნებული ვის უნდა ენდოთ და ვის არა ფრთხილად იყავით. ასევე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება პირადი ურთიერთობის ან მატერიალური ზრდის თვალსაზრისით, თუმცაღა ნუ დაამყარებთ იმედებს სხვებზე, თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში გარკვეულ დღეებში შეიძლება განსაკუთრებულად ცუდად იგრძნოთ თავი, გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენი სეზონია და თქვენი ფანტაზია და ინტუიცია ისეთი ძლიერი იქნება როგორც არასოდეს.
არ მოგერიდოთ თქვენი თავის პირველ ადგილზე დაყენება, რადგან სწორედ ამ თვეშია თქვენი დაბადების დღე და სწორედ ახლაა თქვენი დრო! თუმცაღა ამავდროულად იფიქრეთ პირად ცხოვრებაზეც, რადგან ამ პერიოდში თქვენი ვარსკვლავების მიხედვით არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ თქვენ იპოვოთ მეორე ნახევარი ან გაიჩინოთ ძალიან ახლო მეგობარი.
ახლა კი მსოფლიო შოუბიზნესის ყველაზე წარმატებული თევზები:
რიანა
ადამ ლევინი
დრიუ ბერიმორი
ბრიუს უილისი
შერონ სტოუნი
ჯონ ბონ ჯოვი
გლენ კლოუზი
დენიელ კრეიგი
ლაიზა მინელი
ხავიერ ბარდემი