გარდა იმისა, რომ ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, ანჯელინა ჯოლი არაჩვეულებრივი დედაა და დიდ დროს ატარებს შვილებთან ერთად. ამჯერად ის მის 10 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად ლოს-ანჯელესში შენიშნეს.
43 წლის მსახიობი როგორც ყოველთვის ფანტასტიურად გამოიყურებოდა და შოპინგის დღისთვის სადა ჩაცმულობა შეარჩია. ანჯელინამ შავი ზედა, შარვალი და დაბალი ფეხსაცმელი შეუხამა ერთმანეთს, რასაც ოქროსფერკანტიანი მრგვალი სათვალე და შავი ჩანთა მოუხდინა.
აღსანიშნავია, რომ ვივიენი მთელი დღის მანძილზე საკმაოდ ბედნიერი ჩანდა და სულ იღიმოდა.
წინა დღეს კი ანჯელინა უფროს შვილთან, პაქსთან ერთად დააფიქსირეს.
ანჯელინას ჩაცმულობა კლასიკურ სტილში იყო გადაწყვეტილი და ის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.
მსახიობი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩერდებოდა და თავის ფანებს ესაუბრებროდა, ასე რომ, გულნატკენი არავინ დაუტოვებია.