კვენტინ ტარანტინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის "Pulp Fiction"-ის გმირი ვინსენტ ვეგა, იგივე ჯონ ტრავოლტა დღეს 65 წლის გახდა!
ამერიკელი მსახიობი საზადოებაში პირველად 20 წლის ასაკში "Welcome Back, Kotter"-ში გამოჩნდა, რომელიც კომედიური ჟანრის სერიალია. მოგვიანებით კი გადაიღეს ფილმებში, როგორიცაა "Saturday Night Fever" და "Grease", რომლებმაც განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს.
ჯონ ტრავოლტა სერიალში "Welcome Back, Kotter"
ტრავოლტას ცნობილი ცეკვის სცენა ფილმიდან "Grease"
ამის შემდეგ მსახიობი 1994 წლამდე ეკრანებზე აღარ გამოჩენილა და სწორედ კვენტინ ტარანტინოს ზემოთხსენებული ფილმით დაუბრუნდა სამსახიობო კარიერას. ფილმმა ტრავოლტას დიდი პოპულარობა მოუტანა და მიუხედავად იმისა რომ ოსკარის ქანდაკება ვერ ჩაიგდო ხელში, ის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, ასევე მას შემდეგ არაერთი ფილმისა თუ სატელევიზიო შოუს გმირი გახდა.
ცნობილი სცენა ფილმიდან "Pulp Fiction"
1996 წელს კი ტრავოლტამ ფილმში "Michael" მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისი ცეკვის ნიჭი კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ახალი ფილმები "Gotti" და "Speed Kills" გამოვიდა, რომლებშიც ტრავოლტა მთავარ როლს ასრულებს.
ასევე 2019 წელს მისი გულშემატკივრები მისგან კიდევ სამ ფილმს ელოდებიან, რომელთა გადაღებებიც ამჟამად მიმდინარეობს.
ტრავოლტამ 1991 წელს შეირთო ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი კელი პრესტონი.
კელის და ჯონს სამი საერთო შვილი, ჯეთი ელა და ბენჟამინი ჰყავდათ. სამწუხაროდ 2009 წელს ჯონის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, როდესაც მისი უფროსი შვილი ჯეთი გარდაიცვალა. 16 წლის ჯეთის სიკვდილის მიზეზი უიშვიათესი დაავადება, "კავასაკი" გახდა.
კელი და ჯონი ელასთან და ჯეთთან ერთად
ელა და ბენჟამინი