სულ რაღაც ერთის საათის წინ ლონდონის მოდის კვირეულზე ცნობილი დიზაინერის ვიქტორია ბექჰემის ჩვენება გაიმართა. მოდის ინდუსტრიის ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებისთვის დიზაინერის ოჯახიც განსაკუთრებით ემზადებოდა, ამის ამსახველი კადრები კი დიზაინერის მეუღლემ დევიდ ბექჰემმა სოციალურ ქსელშიც ატვირთა.
ბრუკლინ და რომეო ბექჰემები
ვიქტორიას ყველაზე პატარა გულშემატკივრები ჩვენების დაწყებამდე ერთმანეთს ვარცხნილობების შექმნაში ეხმარებოდნენ.
კრუზი და ბრუკლინი - "ეს კარგად არ დამთავრდება" - წერს ფეხბურთელი
კრუზ ბექჰემი
ოჯახის ყველაზე პატარა წევრი - ჰარპერი
დევიდ ბექჰემი შოუს დაწყებამდე
ჩვენებამდე ერთი დღით ადრე შვილებმა და მეუღლემ ვიქტორიას თაიგული და გამამხნევებელი ბარათიც მიართვეს.
"წარმატებები დედიკო! გვიყვარხარ."
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ დიზაინერმა Youtube-ზე პირადი არხი დააარსა, რომელზეც ჩვენების ნახვა პირდაპირ ეთერში იყო შესაძლებელი.