37 წლის მეგან მარკლი დიდი ხნის მანძილზე საზოგადოების ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახის წევრი გახდა, სამსახიობო კარიერა მიატოვა და ტელეეკრანებზე აღარ გამოჩენილა. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმი, რომელშიც მეგანი მონაწილეობს 2019 წელს მსოფლიოს დიდ ეკრანებზე დაბრუნდება.
"The Boys and Girls Guide to Getting Down" ასე ქვია ფილმს, რომლის მთავარი გმირი სწორედ მეგან მარკლია. პოლ საპიანოს ფილმი 2011 წელს გადაიღეს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ლოს-ანჯელესის დახურულ კლუბებში და ტელევიზიაში გააშუქეს.
აღსანიშნავია, რომ კინოსურათის სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონებისა და ბიჭების ცხოვრებაზეა, სადაც მეგანი საკმაოდ თავზეხელაღებული გოგონას როლს ასრულებს.
როგორც ცნობილია ფილმი ჰერცოგინიას საკმაოდ პროვოკაციულ კადრებსაც მოიცავს. დიდი ალბათობით ფილმს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვება და საკმაოდ დიდ ინტერესს გააღვიძებს მათში.
ფილმის გამოშვება 2019 წლის ბოლოს იგეგმება, ვნახოთ როგორი რეაქცია ექნება პრინც ჰარისა და სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს მეგანის წარსულის აქამდე უცნობი დეტალების გამომჟღავნებაზე...