ვალენტინობის დღეს ყველა თავისებურად ცდილობს მეორე ნახევრის გახარებას რაც შეიძლება ორიგინალური საჩუქრით. მომღერალი კანიე უესტი საკმაოდ კრეატიული აღმოჩნდა და კიმ კარდაშიანს დაუვიწყარი საჩუქარი გაუკეთა, რომლის ამსახველი კადრები კიმმა სოციალურ ქსელში ატვირთა.
14 თებერვალს კიმს მისაღებ ოთახში ცნობილი ამერიკელი საქსოფონისტი კენი ჯი დახვდა. ოთახი სხვადასხვა ფერის ვარდებით იყო გაფორმებული რასაც მუსიკოსის პერფორმანსი ამშვენებდა.
"საუკეთესო მეუღლის სტატუსი გადაეცემა ჩემს ქმარს!!! ყველაზე ორიგინალური საჩუქარი!!" - წერს კიმი.
როგორც ვარსკვლავი ამბობს, მის ოჯახში ვალენტინობის დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად მან ოჯახის წევრებისგანაც ბევრი საჩუქარი მიიღო.