ვალენტინობაზე ცნობილმა დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა შვილებისგან განსაკუთრებული საჩუქრები მიიღო და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც ატვირთა.
შვილებმა დედმამას სიყვარულით სავსე მისალოცი წერილები და ყვავილები მიართვეს. "ძვირფასო დედა გილოცავ ვალენტინობას! შენ საუკეთესო ხარ! დიდი სიყვარულით ჰარპერი".
თუმცა, ეს ყველაფერი როდია, როგორც აღმოჩნდა, მისალოცი ბარათი ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა - 7 წლის ჰარპერმაც მიიღო და დედიკოს მიერ გამოქვეყნებული ფოტოს მიხედვით, ამ ფაქტმა დევიდის უკმაყოფილება გამოიწვია.
დევიდის მსგავსი რეაქცია გასაკვირი არ არის, რადგან ყველასთვის ცნობილია, თუ როგორ განსაკუთრებულად უყვარს მას ქალიშვილი, თუმცა შეგახსენებთ იმასაც, რომ ვიქტორიასთან ოცდაერთწლიანი ქორწინებიდან მას კიდევ სამი შვილი - ბრუკლინი, რომეო და კრუზი ჰყავს.