Victoria's Secret-ის ყოფილი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი ცნობილი ბრენდის Missoni-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს, რომელიც 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისთვის შედგა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბრენდის მრავალფეროვანი და ყველასაგან განსხვავებული ტანისამოსი მოირგო.
ჟიზელმა ფოტოსესიისთვის ლურჯი ფერის ჰაეროვანი კაბა, ბისერებით გაწყობილი გამჭვირვალე კოსტიუმი, ფერადი შარფები და რა თქმა უნდა ბრენდის საყვარელი, ნაქსოვი ტანისამოსი მოიხდინა.
კამპანიის ავტორია ფოტოგრაფი ჰარლი ვეირი, რომელმაც ფოტოსესიისთვის ორიგინალური თემა შეარჩია. ჟიზელი ვარსკვლავებისა და გიგანტური პლანეტების ფონზე ფოტოშოპის საშუალებით პოზირებს. აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოსესია ჟიზელისა და ჰარლი ვეირის პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
შეგახსენებთ, რომ ჟიზელი 2002-2003 წლებშიც თანამშრომლობდა ბრენდთან, ამავე წლების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ფოტოსესიისთვისაც იპოზიორა და ჩვენებაზეც გამოვიდა.
2002
2003
მისონის ჩვენება,2003