დიდი ხნის პაუზის შემდეგ ცნობილი მომღერალი სელენა გომეზი სოციალურ ქსელში დაბრუნდა, რის შემდეგაც აქტიურად აზიარებს პირად ფოტოებს. სელენა 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად მაშინ როდესაც ყველა მისი კოლეგა წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა ის მეგობრებთან ერთად მხიარულად ატარებდა დროს და ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელშიც ატვირთა.
26 წლის მომღერალი მეგობრებთან ერთად სანაპიროზე პოზირებს, მას თეთრი საცურაო კოსტუმი აცვია და ძალიან ბედნიერი ჩანს. როგორც ცნობილია სელენას ერთ-ერთი მეგობარი თხოვდება და გოგონები ამის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის მიერ ატვირთულ ფოტოებს გულშემატკივრების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სელენას გამომწერები მის ფიგურას აკრიტიკებენ, რომელიც როგორც ამბობენ შორსაა იდეალურისგან. კრიტიკის საპასუხოდ კი სელენამ სოციალურ ქსელში კომენტარებში აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი საკუთარი თავის მოვლაა და იდეალური ტანის ქონა ამჟამად პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ სელენა გომეზმა სულ ახლახანს დაამთავრა კურსი რეაბილიტაციის კლინიკაში, სადაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოხვდა. კრიტიკის მიუხედავად მისი გამოჯანმრთელება გულშემატკივრებს ძალიან ახარებს და სელენამ რა თქმა უნდა არაერთი დადებითი კომენტარიც მიიღო ფოტოებზე.
Посмотреть полностью: http://www.spletnik.ru/buzz/chronicle/87882-selena-gomes-i-ee-podrugi-ustroili-devichnik.html