ტეილორ სვიფტი და ჯო ელვინი უკვე ორ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილი სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მოხვედრას აქამდე თავს არიდებდა, მაგრამ ამჯერად პაპარაცებს ვეღარ დაუსხლტდა.
ტეილორი მეგობარ ბიჭთან ერთად ინგლისში, ქალაქ ჰემპსტედში შენიშნეს. ისინი რამდენიმე საათის მანძილზე პაბში იყვნენ და სწორედ გამოსვლისას მოხვდნენ კამერების ობიექტივში.
29 წლის მომღერალი სუსხიან ამინდში წითელი თავსაბურავით, შავი მოსასხამითა და ნაცრისფერი შარვლით იყო გამოსული, რასაც ყვითელი მაღალყელიანი ფეხსაცმელი და პატარა წითელი ჩანთა შეუხამა.
მსახიობმა, ჯო ელვინმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა კომენტარი მისი და ტეილორის ურთიერთობაზე და როგორც მან თქვა არაფერია იმაში გასაოცარი, რომ მათ არ სურთ პირად ურთიერთობაზე სახალხოდ საუბარი.
ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ტეილორი ინგლისსშია მაშინ როდესაც სულ რაღაც 1 დღეში Grammy-ს დაჯილდოებაა. ამჯერად მომღერალი ცერემონიას ვერ დაესწრება, რადგან ახალი ფილმის გადაღებები აქვს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გამოვა. მიუზიკლის სახელწოდებაა - "კატები" და მასში ტეილორის გარდა, ცნობილი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ჰადსონიც ითამაშებს.