ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა სულ რამდენიმე თვეა რაც ახალ ეტაპზე გადავიდა, თუმცა გავრცელდა ჭორები, რომ ამ ურთიერთობამ ქორწილის ცერემონიამდე ვერ მიაღწია. ამერიკული OK!-ს მიხედვით წყვილი დაშორდა, მაშინ როდესაც მათი ჯვრისწერა სულ მალე უნდა ჩატარებულიყო.
გარდა ამისა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ თავის ყოფილ შეყვარებულს სელენა გომეზს შეხვდა და როგორც ამბობენ მათი შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ჰეილისა და ჯასტინის დაშორების ერთ-ერთ მიზეზი სწორედ ეს საიდუმლო შეხვედრა გახდა. როგორც აღმოჩნდა, წყვილი ჯერჯერობით არ არის მზად ქორწინებისთვის და ცერემონიის თარიღიც სწორედ ამიტომ შეცვალეს სამჯერ.
მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, ჰეილის ბოლო გამოჩენას თუ დავეყრდნობით წყვილი არ დაშორებულა და კვლავ ემზადება ქორწილისთვის. სულ რამდენიმე დღის წინ მოდელმა სოციალურ ქსელში პოსტი ატვირთა წარწერით:“ამაყი ცოლი!!”. პოსტი ჯასტინის ახალი ბრენდის შექმნას უკავშირდება.
ასევე სულ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალი Vogue-ის მარტის ნომრის ყდა გავრცელდა, რომელზეც სწორედ ჰეილი და ჯასტინი არიან. მათი ინტერვიუდან გამომდინარე შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მათ დაშორებასთან დაკავშირებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება.
"ვცდილობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჯანსაღი იყოს. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით რომ ქორწინება ჯადოსნურია. ყოველთვის იქნება სირთულეები. ყოველ დღე ერთსა და იმავეს ვერ იგრძნობ. ყოველ დღე ვერ გაიღვიძებ და ვერ იტყვი, რომ გიჟივით შეყვარებული ხარ და ყველაფერი იდეალურადაა. ესაა ქორწინება. რთულია, მაგრამ ამ ყველაფერში არის რაღაც მომხიბვლელი. ასევე ჩვენ ჯერ ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი წინ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთს გავზრდით. მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში დღის ბოლოს ჯასტინი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე მასთან ერთად ყოფნა არასოდეს მბეზრდება".