ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი თხოვდება! ინფორმაცია ვარსკვლავის დანიშვნის შესახებ სულ ახლახანს გახდა ცნობილი, შესაბამისად წყვილი ქორწილის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
„შიმშილის თამაშების“ ტრილოგიის მსახიობი შეყვარებულთან ერთად ნიუ-იორკში ხელზე ნიშნობის ბეჭდით შენიშნეს. მოგვიანებით კი ვარსკვლავმა ინფორმაცია დაადასტურა, ის ნამდვილად მიჰყვება კუკ მარუნის ცოლად.
წყვილის ურთიერთობის შესახებ დეტალები უცნობი იყო, სწორედ ამიტომ ყველას გაუჩნდა შეკითხვა - ვინ არის კუკ მარუნი?
ახალგაზრდა მსახიობის საქმრო 33 წლისაა და ამჟამად ნიუ-იორკის ერთ-ერთი გალერიის Gladstone 64 - ის დირექტორია.
ჯენიფერმა და მისმა მეგობარმა ბიჭმა 8 თვიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეს დაქორწინება, როგორც ჩანს მსახიობი ძალიან ბედნიერია და ქორწილთან დაკავშირებულ დეტალებს მალე შეგვატყობინებს.