ზუსტად ერთი წლის წინ დევიდ ბექჰემმა ლონდონში მამაკაცების საპარიკმახერო - House 99 გახსნა. იუბილეს აღსანიშნავად ფეხბურთელი სადალაქოში სიურპრიზად მივიდა და ერთი სრული დღის განმავლობაში დამლაგებლად იმუშავა.
რა თქმა უნდა სურპრიზის შესახებ არავინ იცოდა, განსაკუთრებით კლიენტებმა, რომლებმაც საყვარელ საპარიკმახეროს მიაკითხეს, სადაც დამლაგებლის მაგივრად უეცრად დევიდ ბექჰემი დახვდათ.
სანამ კლიენტები გარკვეულ პროცედურებს იტარებდნენ, დევიდი დამლაგებლის ყოველდღიურ საქმიანობას ზედმიწევნით ასრულებდა: გვიდა იატაკს, ეხმარებოდა პარიკმახერებს და უსმენდა კლიენტების ისტორიებს.
კლიენტებს თმის შეჭრის შემდეგ ფოტოები გადაუღეს, რომლებშიც უკან დევიდი ჩანდა. ერთ-ერთი მომხმარებელი კი თვალებს არ უჯერებდა და დარწმუნებული იყო რომ ფეხბურთელის სახე მის სურათში ფოტოშოპით ჩასვეს.