ჩინური ახალი წლის თარიღი ყოველ წელს იცვლება, 2019 წელს კი ეს დღესასწაული 5 თებერვალს იქნება. ახალი წლის მოსვლასთან ერთად გარკვეული რჩევების გათვალისწინებაა საჭირო. საზოგადოების მიერ დაფუძნებული ცრუწმენების მიხედვით შეგვიძლია მომავალი 12 თვეც დავგეგმოთ.
შეგახსენებთ, რომ დღესასწაულის აღნიშვნა ჩინეთში 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება, შესაბამისად ღორის წლის შემობრძანებას ჩინელი საზოგადოება 19 თებერვალს ფანრების ფესტივალით დაასრულებს.
ჩინური რწმენის მიხედვით 5 თებერვალს ტანსაცმლის გარეცხვა, მაკრატლის გამოყენება და იატაკის გახეხვა 2019 წელს უიღბლობის მომტანი იქნება, ამიტომ გირჩევთ მოერიდოთ ზემოხსენებულ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ღორის წელიწადში წითელი ფერი ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება, შავი და თეთრი კი ცუდი იღბლის. შესაბამისად 2019 წლის განმავლობაში წითელი ფერის ტანსაცმელი საკმაოდ ტრენდული იქნება.
ჩინეთში საზოგადოებას გარკვეული მზადების წესები აქვს. ახალი წლის დადგომამდე აუცილებლად უნდა დაალაგოთ სახლის ყველა კუთხე კუნჭული, თუმცა ეს ყველაფერი ღამის 12 საათამდე უნდა მოასწროთ რადგან სხვა შემთხვევაში სუფთა სახლი კარგს არაფერს მოგიტანთ.
ჩინურ ენაში სიტყვა „თმა“ უკავშირდება "აყვავებას“ ამიტომაც ახალ წელს თმის დაბანა ასოცირდება თქვენი კეთილდღეობისა და წარმატების მოშორებასთან.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა, რომელიც ჩინელებს ნამდვილად არ მოუგონიათ. ახალ წელს აუცილებლად ღიმილით შეეგებეთ. აარიდეთ თავი კამათს და ცუდ განწყობას, რადგან ცრუწმენების მიხედვით თუ ასე შეხვდებით ახალ წელს, მთელ წელს მსგავსად გაატარებთ.