Super Bowl ამერიკული ფეხბურთის ყოველწლიური ჩემპიონატია, რომლისთვისაც ამერიკელები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სტადიონზე მისული გულშემატკივრები მატჩის პირველი ტაიმის დასრულებას განსაკუთრებით ელოდებიან, რადგან მეორე ტაიმის დაწყებამდე ყოველ წელს გრანდიოზული შოუ ეწყობა, რომელსაც სხვადასხვა ვარსკვლავები უძღვებიან. ამჯერად 15 წუთიანი შოუს მთავარი გმირები იყვნენ : ჯგუფი Maroon 5, კაილი ჯენერის მეორე ნახევარი - ტრევის სკოტი და რეპერი Big Boi.
სამწუხაროდ წლევანდელი შოუ გულშემატკივრებმა Twitter-ზე უარყოფითად შეაფასეს. ყველაზე დიდი კრიტიკა Maroon 5-ის სოლისტის, ადამ ლევინის ცეკვას მოჰყვა. მეტიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა არაერთი დამცინავი Meme და პოსტი მიუძღვნეს.
რაც შეეხება ტრევის სკოტს, საზოგადოებას კიდევ ერთი მოლოდინი გაუცრუვდა. ბოლო კვირების მანძილზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ ცნობილი რეპერი Super Bowl-ის შოუს მსვლელობისას კაილი ჯენერს სთხოვდა ხელს. მაგრამ ამაოდ. ასევე აღსანიშნავია, რომ კაილის ოჯახის წევრებიდან არავინ დასწრებია ტრევისის პერფორმანსს. თუმცაღა, ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა სტორმიმ სათანადოდ უგულშემატკივრა მამას, რისი დამადასტურებელი ვიდეო კაილიმაც ატვირთა Instagram-ზე.
მატჩს როგორც ყოველთვის უამრავი ვარსკვლავი დაესწრო, რაც ოპერატორებისა და პაპარაცების კამერებს არ გამორჩენია.
სპორტსმენი ტომ ბრეიდი ჟიზელ ბიუნდჰენთან და შვილებთან ერთად
ჯონ ბონ ჯოვი
კონორ მაკგრეგორი
Ludacris
ჯეიმი ფოქსი