წლების წინ ბრაზილიელი მოდელი - ჟიზელ ბიუნდჰენი და მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო დაშორდნენ. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წყვილის ურთიერთობის დამთავრებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა თუმცა პასუხები ამ დრომდე უცნობი იყო. ახლა კი თითქმის 15 წლის შემდეგ მოდელმა დაშორების მიზეზები გაგვიმხილა.
ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა 1999 წელს დაიწყო და 6 წლის მანძილზე გრძელდებოდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დროს ჟიზელს ფსიქიკასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა : „მე არ მინდოდა ჩემი პანიკური შემოტევების ვინმესთვის გაზიარება, ამიტომაც თავს ვიკავებდი, რაც კიდევ უფრო ცუდად მხდიდა“ - ყვება მოდელი.
ერთ-ერთი პანიკური შემოტევის დროს ახალგაზრდა მოდელმა აივნიდან გადახტომაც კი დააპირა, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა რომ დახმარება სჭირდებოდა. იმისთვის, რომ თავი უკეთესად ეგრძნო მას უნდა გაეტარებინა დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად და ეთქვა უარი მავნე ჩვევებისთვის.
ლეონარდოსადმი მისი დიდი სიყვარულის მიუხედავად, მსახიობი არ აღმოჩნდა ის ადამიანი ვისთანაც ჟიზელი უნდა ყოფილიყო იმ დროს. ერთხელაც მან გააცნობიერა, რომ ლეონარდო იყო ისეთივე როგორიც აქამდე და მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა რაიმე შეეცვალა ცხოვრებაში. რის გამოც მოდელი თავს მარტოდ გრძნობდა, ამიტომაც მან ამ ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა.
“ჩვენი ბედისწერა არ იყო ერთად ყოფნა, მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ“ - განაცხადა მოდელმა.
მას შემდეგ ჟიზელმა ალკოჰოლი, სიგარეტი, კოფეინი და შაქარი ამოიღო ყოველდღიური ხმარებიდან, დაიწყო ვარჯიში და სახლიდან გასვლა. ორივე მათგანის პირად ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ჟიზელი უკვე წლებია ცნობილი ამერიკელი სპორტსმენის - ტომ ბრეიდის მეუღლეა და მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
ლეონარდოს პარტნიორებისა და შეყვარებულების სია კი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო მათი დაშორების შემდეგ, თუმცა უკვე ერთი წელია მისი რჩეული ახალგზარდა არგენტინელი მოდელი - კამილა მორონია და ბოლო ცნობებით წყვილი ურთიერთობისადმი საკმაოდ სერიოზულადაა განწყობილი.